ჩვენი ისტორია
ჩვენი ისტორია
14 წელია ბათუმში ერთი და იმავე რეცეპტით ვაცხობთ. ცომს ხელით ვზელავთ, ყველს ადგილობრივი მეურნეობებიდან ვიღებთ და დღის ბოლოს არაფერი გვრჩება გასაყიდი - ყველაფერი იმავე დღეს იყიდება.
დღეს ორი ფილიალი გვაქვს - დავით აღმაშენებლისა და ფიროსმანის ქუჩებზე. ორივეგან ერთი წესი მოქმედებს: თონე დილის ხუთ საათზე ინთება და პირველი ხაჭაპური ცხრაზე უკვე დახლზეა.